სსიპ ქ.თბილისის No151 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
Saturday, November 3, 2018
Sunday, October 7, 2018
ტრენინგის მე-9 დღე
ინტელის პროექტებით
სწავლების ცხრა დღიანი, მეტად დატვირთული პროექტი დავასრულეთ. მისი საფუძვლიანი შესწავლა
და სასწავლო პროცესში დანერგვა საშუალებას მოგვცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ
ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტებს. მისი საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევებს. განივითარებენ აზროვნების მაღალ დონეებს და ხელი შეეწყობათ
ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომელიც საჭიროა 21-ე საუკუნისათვის.
მე, როგორც მასაწავლებელს,
ის დამეხმარება რომ სასწავლო პროცესი იყოს მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით
დატვირთული, შემეცნებითი, რაც მოსწავლის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს
ხელს.
ამ ტრენინგის მოდულები
დამეხმარება სწორად, კარგათ, მარტივად და მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები,
ინტელის ტრენინგზე წარმოდგენილი მასალა დატვირთული იყო ისეთი აქტივობებით, რომლებშიც
დაწვრილებით არის გადმოცემული განსახორციელებელი თითოეული ეტაპი, თუმცა აუცილებელი
იყო ტრენერის დახმარება და სწორი გეზის მიცემა, რათა უკეთესად იყოს ესა თუ ის საკითხი
გაგებული, რისი საშუალებაც მოგვცა ტრენერმა ქალბატონმა დიანა მიქაძემ, მან ამ ხნის
განმავლობაში დიდი დახმარება გაგვიწია რომ უფრო ადვილად და სწორად შეგვესრულებინა ყველა
დავალება თუ რესურსი.
პროექტებით სწავლა
მოითხოვს ურთიერთ თანამშრომლობას, აზრისა და გამოცდილების გაზიარებას. ის ხელს უწყობს
მოსწავლის შემოქმედებით წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის
განვითარებას. შესასრულებელი სამუშაოს არჩევითობის საშუალებას იძლევა.
ტრენინგის დროს:
- შევქმენით
პორთფოლიოს საქაღალდეები, რომელიც ხელს შეგვიწყობს სხვადასხვა დოკუმენტები და
მასალები დავალაგოთ გარკვეული სტრუქტურის მიხედვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინახოთ
და მარტივად მოვძებნოთ პროექტის მსვლელობისას შექმნილი მასალები.
- განვსაზღვრეთ
პროექტის თემა, მიზანი.
- გამოვყავით
ესგ-ის ის ინდიკატორები, რისი მიღწევაც მინდა პროექტის ფარგლებში.
- შევქმენით
ბროშურა პროექტის მოკლე მიმოხილვით, ძირითადი აქტივობებითა და მიზნების ჩამონათვლით.
- ჩამოვწერე
ზოგადი, თემატური და შინაარსზე ორიენტირებული კითხვები.
- გავეცანი პორტფოლიოს
ჩეკლისტებს, რამაც საშუალება მომცა სწორი მიმართულებით წარმემართა პროექტი.
- მიზნის მისაღწევად
შევარჩიე აქტივობები;
- შევქმენი ის
დამხმარე რესურსები, რომელიც დამჭირდა პოექტის ფარგლებში.
- ეტაპობრივად
გავწერე პროექტის ნაბიჯები:
- აქტივობებში
გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები ინდივიდუალური შესაძლებლობები და განსხვავებული
შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
- შევადგინე
შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები და ფორმები.
- ავაწყე პროექტის
საპრეზენტაციო ფორმა Power
Point_ის პროგრამაში.
- შევავსე პროექტის
ფარგლებში მოცემული ცხრილები.
- შევქმენი ბლოგი
და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.
- ვისწავლე თუ
როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
- როგორ უნდა
მივაწოდო მოსწავლეებს საძიებო სისტემაში მოსაძიებელი მასალა.
ჩემი აზრით, ტრენინგი
ძალიან საინტერესო იყო, ბევრი საკითხი გასაგები, მისაღები და საყურადღებოა. ჩემი ნაშრომები
შეძლემისდაგვარად შეესაბამება შეფასების რუბრიკებს. მივიღე უკუკავშირები, რაც დამეხმარება
შემდგომში პროექტის დაგეგმვაში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ რიგ საკითხებზე მეტად მჭირდება
დაფიქრება, ჩაღრმავება და პროექტის ეტაპების სწორად გაწერა.
ძალიან დიდი მადლობა
ტრენერს - დიანა მიქაძეს, ჯგუფის წევრებს და პროექტის ავტორებს სრულყოფილად მოწოდებული
მასალის შექმნისათვის.
ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული,შევქმენით ფასილიტაციის საქაღალდე,განვიხილეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროექტის განხორციელების დროს.
დავათვალიერეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი პროექტის ნიმუშები და გავუკეთეთ კომენტარები,
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღე საკმაოდ საინტერესო იყო,ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები,გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებზე,ავტვირთეთ ბლოგზე ბავშვისა და მასწავლებლის ნამუშევრები,
ვისაუბრეთ მოსწ3ავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასებაზე,განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე,გავეცანით შეფასების გეგმებს.
დავათვალიერეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმები-ჩეკლისტები.ადაპტირება გავუკეთეთ ჩვენს პროექტს.ვისაუბრეთ სსმმ მოსწავლეებზე,მათ ჩართულობაზე პროექტში, ვნახეთ სპეციალურად მათთვის შექმნილ შეფასების ნორმებზე.ვიმსჯელეთ როგორ შეუწყოთ ხელი თვითრეგულირებად სწავლას.
ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების გზებზე,ყველა ტიპის მოსწავლეებისათბის.
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მესამე მოდული,თუ რან არის საავტორო უფლება და ექსკლუზიური უფლება. გავეცანით მასალების ლეგიტიმურ და გამოყენების განმსაზღვრელ ოთხ ფაქტს; 1.გამოყენების მიზანი და ტიპი. 2. საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების არსი. 3.ნაწყვეტის სიდიდე და არსებითობა..... 4. გამოყენების ეფექტი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების პოტენციურ ბაზარზე ან ღირებულებებზე. ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრების შექმნაზე,დავათვალიერეთ სხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრები,დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო ნაშრომი,გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და შევასწორეთ.
ტრენინგის მე-5 დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას,პროექტში მუშაობის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ..
გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას,რომელიც უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს ითვალისწინებს.ესენია; 1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები.
2.წახალისების თვითრეგულირებადი სწ3ავლისა და თანამშრომლობისუნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები. 4.სტრატეგიებიგაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
5.გაგებისა და უნარების დემოსტრირების სტრატეგიები.
განვიხილეთ შეფასების მეთოდები,მიზანი,როდის გამოიყენება დაშეფასების საშუალებები.არაფორმალური დაკვირვება დაშემთხვევების ჩანიშვნები,დღიურები,პროგრესის ჩეკლისტები,პროგრესის ანგარიშები.პროექტის,შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგი. წერილობითი ჟურნალები,ვიდეო და ფოტო ჟურნალები.პროდუქტები.პორთფოლიოები,სასწავლო კონვენციები.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო. ვისწავლეთ უკუკავშირების გაკეთების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები,ვორდშიკომენტარების გაკეთება.
გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას,რომელიც უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს ითვალისწინებს.ესენია; 1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები.
2.წახალისების თვითრეგულირებადი სწ3ავლისა და თანამშრომლობისუნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები. 4.სტრატეგიებიგაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
5.გაგებისა და უნარების დემოსტრირების სტრატეგიები.
განვიხილეთ შეფასების მეთოდები,მიზანი,როდის გამოიყენება დაშეფასების საშუალებები.არაფორმალური დაკვირვება დაშემთხვევების ჩანიშვნები,დღიურები,პროგრესის ჩეკლისტები,პროგრესის ანგარიშები.პროექტის,შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგი. წერილობითი ჟურნალები,ვიდეო და ფოტო ჟურნალები.პროდუქტები.პორთფოლიოები,სასწავლო კონვენციები.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო. ვისწავლეთ უკუკავშირების გაკეთების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები,ვორდშიკომენტარების გაკეთება.
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,განმავითარებელს და განმსაზღვრელს, გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები, გავუზიარეთ ფაილები,ვისწავლეთგუგლ-დოკუმენტების შექმნა,ბლოგებზე სურათების ატვირთვა,განვაახლეთ ჩვენი გეგმები და დავხვეწეთ,ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგის მესამე დღეს,გავაკეთეთ მონახაზი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ თითოეულმა რა თემებზე ვაპირებთ პროექტის გაკეთებას,რაც ძალიან საინტერესო იყო. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,თუ როგორ ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეს ყველაფერი საინტერესო და მრავლის მომცველი იყო, ვისაუბრეთ სტანდარტების დადგენაზე სასწავლო პროგრამებისთვის.ვისწავლეთ მაკრატლის-სნიფინგ თუსის გამოყენება,რომელიც ძალიან საინტერესო და საჭირო იყო.
ტრენინგის 1-2 დღე
ინტელის ტრენინგი.რომელსაც 151-ე სკოლაში გავდივართ დიანა მიქაძესთან , რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროექტების სწავლებას და რომელიც მეგონა რომ ძალიან რთული იქნებოდა,საინტერესო გამოდგა,ვისწავლეთ ბუკლეტებისა და ბროშურების დამზადება.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია.
Subscribe to:
Posts (Atom)