Thursday, October 31, 2019

გაკვეთილის გეგმა N1 (რეფლექსია)


                                                                          რეფლექსია

2019 წლის 29 ოქტომბერს ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომლის თემა იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „დადიანის ასული და მათხოვარი“.
მიზანი - ნოველის იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთა, მთავარი სათქმელის გაანალიზება.
გაკვეთილი სამუშაო გეგმის საფუძველზე წარიმართა, მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. მეტი ობიექტურობისათვის შევეცადე გავკეთილი ჩამეტარებინა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით. შევძელი გამოწვევის ფაზაში გაღვივებული ინტერესების შენარჩუნება და ჩართვა ძირითად აქტივობებში.
ამ მიზნით, საინტერესოდ წარიმართა ძირითადი ფაზა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ანალიზის არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება.
ჩავატარე ჯგუფური მუშაობა, შევეცადე მკაფიო და გასაგები ყოფილიყო მიცემული ინსტრუქცია. კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეთა აზროვნებით და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის გამომჟღავნებით. გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. დრო რაციონალურად გამოვიყენე. გაკვეთილი სამუშაო გეგმით წარიმართა.
ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე. აქედან გამომდინარე ჩემს გაკვეთილს დადებითად ვაფასებ.

ტრენინგი 2019




რეფლექსია
2019 წლის 23 ოქტომბერს ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი,
რომლის თემა იყო მოთხრობა ,,წრიპა ჩარლი“.
მიზანი: დაცინვის უარყოფითი გავლენა ურთიერთობებზე და პრობლემის მოგვარების
გზებისა და მეთოდების დასახვა. გაკვეთილი სამუშაო გეგმის საფუძველზე წარიმართა,
მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. მეტი ობიექტურობისათვის
შევეცადე გაკვეთილი ჩამეტარებინა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის
პრინციპის დაცვით. შევძელი გამოწვევის ფაზაში გაღვივებული ინტერესების შენარჩუნება და
ჩართვა ძირითად აქტივობებში.
ამ თვალსაზრისით ჩემთვის საინტერესო იყო სამუშაო შეხვედრებისას დამუშავებული
მეთოდების გამოყენება. გაკვეთილის მსვლელობისას ვაკვირდებოდი, როგორ იმუშავებდა
თითოეული მათგანი მოსწავლეთა მოტივაციის თვალსაზრისით. პირველ ნაწილში გამოვიყენე
პაუზებით კითხვის მეთოდი, რამდენჯერმე გავჩერდით და მოსწავლეებმა გააკეთეს
ჩანაწერები. ეს დაგვეხმარა გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე.
ბოლო ფაზაზე კი გამოვიყენე 5 წუთიანი ესეს ფორმატი. საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდა,
ყველა მოსწავლე ჩაერთო. მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულები, რომ მთავარი ჩაენიშნათ
და დრო არ დაეკარგათ. ვფიქრობ, ამ მეთოდს ხშირად გამოვიყენებ.
ჩავატარე ჯგუფური მუშაობა, შევეცადე მკაფიო და გასაგები ყოფილიყო მოცემული
ინსტრუქცია.
კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეთა აზროვნებით და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარის გამომჟღავნებით.
გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
დრო რაციონალურად გამოვიყენე. გაკვეთილი სამუშაო გეგმით წარიმართა.
ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე.
საერთო ჯამში ჩემს გაკვეთილს დადებითად ვაფასებ.
გიული ნატროშვილი





















Friday, October 25, 2019

გაკვეთილის გეგმა


                                                  გაკვეთილის გეგმა  

            საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
            სწავლების საფერხური/საბაზო/ - 8
            მოსწავლეთა რაოდენობა - 19
            თემა - ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ,,დადიანის ასული და მათხოვარი“
            მიზანი - ნოველის იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთა, მთავარი სათქმელის                    გაანალიზება. ქართული VIII.7
                                 ე.ს.გ ქართული VIII.8
                          ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევების, დასკვნების გაკეთების, საკუთარი                               აზრის ჩამოყალიბების უნარების ე.ს.გ. განვითარება ქართ. VIII.4,                                                     ქართ. VIII.3 ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, სწორი                                    მეტყველების უნარების განვითარება ე.ს.წ ქართ. VIII.6 ლექსიკური                              მარაგის გამდიდრება.
            სასწავლო მასალა და რესურსები - მერვე კლასის ქართული ენისა და                                        ლიტერატურის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, დიდი ფორმატის                            ფურცლები.
            სწავლების მეთოდები - გონებრივი იერიში (10 წთ)
                                 ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
                                                    პრეზენტაცია (15 წთ)
                                                    შეფასება (3 წთ) (განმსაზღვრელი, განმავითარებელი)
                                                    საშინაო დავალების მიცემა (2 წთ)

                        გაკვეთილის მსვლელობა და აქტივობების აღწერა

I ფაზა, ანუ გამოწვევის ფაზა იწყება ფრონტალური კითხვებით. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა გამოამჟღავნონ უკვე შეძენილი ცოდნა და შევუქმნა შემდგომი მუშაობისათვის მოტივაცია.
1.      გაგაოცათ თუარა მათხოვარის საქციელმა?
2.      გაიხსენეთ მათხოვრის ნაამბობი, როგორ დაამახსოვრდა მას დადიანის ასული?
3.      მათხოვრის მონათხრობი ამბიდან ხუთი წელია გასული, რა მოხდა მის არსებაში ამ ხნის განმავლობაში, როგორ შეიცვალა დადიანის ასული?
4.      როგორ ფიქრობთ, რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი, ანუ თემა?
5.      როგორ უკავშირდება ნაწარმოების მთავარი სათქმელი მის სათაურს?
6.      რატომ მოგვითხრო მწერალმა ეს ამბავი?
7.      რას ნიშნავს თქვენთვის ადამიანობა?
8.      თქვენი აზრით, რით ფასდება ადამიანი?
   II ფაზა, ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ნელ-ნელა ვახდენ ,,ძველი“ ცოდნის ,,ახლით“ ჩანაცვლებას. მოსწავლეები მუშაობენ ჩემ მიერ დარიგებულ კითხვებზე, აკეთებენ შენიშვნებს, გაიაზრებენ მათ. ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
   I ჯგუფი - მოძებნეთ ნაწარმოებში ტროპის სახეები. ეპითეტი, შედარება და მეტაფორა.
   II ჯგუფი - ამოკრიბეთ მოთხრობიდან ვითარებითის უმართებულო ფორმები და გაასწორეთ.
   III ჯგუფი - წაიკითხეთ მოცემული ფრაზები და სცადეთ შეავსოთ წინადადებები იქ, სადაც ეს აზრობრივად არის შესაძლებელი.
   IV ჯგუფი - ამოწერეთ ტექსტიდან ძვირფასი თვლების ფერები და ისაუბრეთ, რა მიზნით იყენებს მათ მწერალი.
   III ფაზა - რეფლექსია, მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, აკეთებენ პრეზენაციას, რის შედეგადაც ივითარდებათ სწორი მეტყველების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის, გაანალიზების უნარები.
   IV ფაზა - შეჯაება და შეფასება - ვაჯამებ მოსწავლეთა პრეზენტაციებს და ვაძლევ შეფასებას წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით.
   V ფაზა - აქტივობა - საშინაო დავალების მიცემა.
   დავალება - ,,ადამიანობა - ფასდაუდებელი საუნჯე“

                        თითოელი აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
1.      მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, მოხდება მათი ყურადღების მობილიზება და შეძლებენ მწინარე ცოდნის გააქტიურებას.
2.      განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის უნარები, შეძლებენ საკუთარი ვარაუდების გამოთქმას.
3.      გაიაზრებენ მთავარ სათქმელს, გამოიტანენ სწორ დასკვნებს და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ თავიანთ სათქმელს.
4.      გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, განუვითარდებათ სწორმეტყველება და შეძლებენ არსებული ცოდნის გააქტიურებას და გამოყენებას.

მოსწავლეთა შეფასების სქემა

1.     მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს                              2ქ
2.     მსჯელობს არგუმენტირებულად                                             2ქ
3.     გამოაქვს დასკვნები                                                                   2ქ
4.     იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას                          2ქ
5.     კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს კორექტულად და აქვს აუდიტორიის ფლობის უნარი                                                                               2ქ

(10ქ)


Monday, October 21, 2019

ქართული ლიტერატურის წრე ,, ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ (მე_9 კლასი)

                   ქართული ენის წრე- ,, ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!
        სსიპ ქ.თბილისის N151 საჯარო სკოლის  ბაზაზე მიმდინარე წლის სექტემბრის  დასაწყისიდან გაიხსნება მე-9  კლასის მოსწავლეებისათვის საგნობრივი წრე ქართულ ლიტერატურაშიჩვენი ენა ქართული“. წრე იმუშავებს  პირველ სემესტრის განმავლობაში კვირაში ერთი დღე-ორშაბათს. მუშაობის ხანგრძლივობა 45-სთ.
წრეში გაერთიანების მსურველებმა მიმართოს წრის ხელმძღვანელ მასწავლებელს გიული ნატროშვილს და სკოლის ფეისბუქ გვერდს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია წრის მუშაობის მიზნებისა და განსახილველი საკითხების შესახებ. ასევე საკუთარ ბლოგზე
წრე იმუშავებს გაკვეთილების შემდეგ  45 სთ.
         მუშაობის მიზანისაგაკვეთილო ცოდნის გაღრმავება ესგ-ის შესაბამისად, ფოკუსირებული სწავლებამოსწავლეთა შემოქმედებითი ცოდნის წარმოჩენა.
გაუჩნდეთ ინტერესი როგორც ლიტერატურის, ისე წერითი უნარების მიმართ. რადგან დღეისათვის თითქმის წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა, წრის მეცადინეობებში შემოვიტანეთ  ისეთი მხატვრული ნაწარმოებები, რომელიც დააფიქრებდათ მოსწავლეებს ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, წიგნის სიყვარული, ზოგადად წიგნიერებაზე. წრის მთავარ ამოცანად მიმაჩნია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაღრმავება.




#
თემა
აქტივობა
მუშაობის ფორმა
კლასი
დრო
1
გაერთიანებული შეხვედრა წრისწევრებთან.წრის მუშაობის მიზნის,შესასწავლი თემების, გამოსაყენებელი რესურსების და მუშაობის ფორმების გაცნობა -გაანალიზება.
პრეზენტაცია  გეგმის გაცნობა
მთლიანი ჩართულობით.
მე-9
23.09.2019
2
შოთა რუსთაველი ბიოგრაფიული ცნობები , ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობა, ავთანდილის ანდერძი.
მოიძიე  მასალა, შეადგინე პრეზენრაცია და ისაუბრე ავთანდილის ანდერძში გამოთქმულ მთავარ ღირებულებებზე, დაასაბუთე შენი თვალსაზრისი.
ჯგუფური, ინდივიდუალური
მე-9
30.09.2019
3
ქართველი კლასიკოსები ილია, ვაჟა. აკაკი
იმსჯელე შენ საყვარელ ნაწარმოებზე, გააკეთე პრეზენტაცია ჯგუფში.
მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი.
მე-9
07.10.2019
4
ლიტერატურის თეორიის საკითხები: რითმა, მაღალი და დაბალი შაირი. კონფლიქტი
მცირე კოსნპექტის შედგენა და ნაწარმობებზე დაკვირვება. მოცემული ლიტერატურის სახეების გამოყენება.
მთლიანი ჩართულობით,წყვილებში
21.10.2019
5
ლიტერატურის თეორიის საკითხები: ეპითეთი , შედარება ჰიპერბოლა.
რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან ამოიწერეთ შესწავლილი მხატვრული სახეები.
მთლითლიანი ჩართულობით,ჯგუური.
28.10.2019
6
ტესტირება განხილული თემების შესაჯამებლად
ტესტი,შეფასების რუბრიკები.
ინდივიდუალური
04.11.2019
7
ლიტერატურული სპექტაკლისათვის მზადება.რევაზ ინანიშვილის კიტრის ქურდი.
როლების დანაწილება.მთავარი სათქმელის წარმოჩენა.
მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი.
11.11.2019
8
ნიკო ლორთქიფანიძე ბიოგრაფია. მინიატურა გული
წაიკითხე ტექსტი, გადმოეცი მტავარ საკითხთან შენი დამოკიდებულება და უპასუხე კითხვას? მართლა რუკამ მოკლა ემიგრანტი?
მთლიანი ჩართულობით, ინდივიდუალური
18.11.2019
9
ფილმის ჩვენება- ექვთიმე ღვთის კაცი
ფილმი. ინფორმაციის შეგროვება.
მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი
25.11.2019
10
ესეს შედგენა
ესეს სტრუქტურის გაცნობა. სამი ნაწილი1. შესავალი,2. არგუმენტი3. დასკვნა.
ჯგუფური. ინდივიდუალური
02.12.2019
11
ტესტირება
არჩევით ბოლოიანი და ღია ბოლოიანი ტესტირება
ინდივიდუალური
მე-9
09.12.2019
12
ილია ჭავჭავაძე გლახის ნაამბობი
წაიკითხე ტექსტი გამოყავი მთავარი სათქმელი, იმსჯელე რა მხატვრული ხერხებით არის რეალიზებული სათქმელი.
ჯგუფური
15.12.2019
13
ჩანახატი
ჩანახატის წერის თავისებურებანის განხილვა, დაწერე ჩანახატი“ ჩემის აოცარი კუთხე“
ჯგუფური, ინდივიდუალური
23.12.2019
14
წერილი ჩემს მხატვრულ გმირს
წერილის სტილის შერჩევა
ჯგუფური
27.12.2019





















                დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იყო შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობების მოძიება და ვებხისტყაოსნის მნიშვნელობა და ავთანდილის ანდერძში გამოთქმულ მთავარ ღირებულებებზე საუბარი.