Thursday, October 31, 2019

ტრენინგი 2019




რეფლექსია
2019 წლის 23 ოქტომბერს ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი,
რომლის თემა იყო მოთხრობა ,,წრიპა ჩარლი“.
მიზანი: დაცინვის უარყოფითი გავლენა ურთიერთობებზე და პრობლემის მოგვარების
გზებისა და მეთოდების დასახვა. გაკვეთილი სამუშაო გეგმის საფუძველზე წარიმართა,
მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. მეტი ობიექტურობისათვის
შევეცადე გაკვეთილი ჩამეტარებინა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის
პრინციპის დაცვით. შევძელი გამოწვევის ფაზაში გაღვივებული ინტერესების შენარჩუნება და
ჩართვა ძირითად აქტივობებში.
ამ თვალსაზრისით ჩემთვის საინტერესო იყო სამუშაო შეხვედრებისას დამუშავებული
მეთოდების გამოყენება. გაკვეთილის მსვლელობისას ვაკვირდებოდი, როგორ იმუშავებდა
თითოეული მათგანი მოსწავლეთა მოტივაციის თვალსაზრისით. პირველ ნაწილში გამოვიყენე
პაუზებით კითხვის მეთოდი, რამდენჯერმე გავჩერდით და მოსწავლეებმა გააკეთეს
ჩანაწერები. ეს დაგვეხმარა გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე.
ბოლო ფაზაზე კი გამოვიყენე 5 წუთიანი ესეს ფორმატი. საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდა,
ყველა მოსწავლე ჩაერთო. მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულები, რომ მთავარი ჩაენიშნათ
და დრო არ დაეკარგათ. ვფიქრობ, ამ მეთოდს ხშირად გამოვიყენებ.
ჩავატარე ჯგუფური მუშაობა, შევეცადე მკაფიო და გასაგები ყოფილიყო მოცემული
ინსტრუქცია.
კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეთა აზროვნებით და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარის გამომჟღავნებით.
გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
დრო რაციონალურად გამოვიყენე. გაკვეთილი სამუშაო გეგმით წარიმართა.
ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე.
საერთო ჯამში ჩემს გაკვეთილს დადებითად ვაფასებ.
გიული ნატროშვილი





















No comments:

Post a Comment