Friday, October 25, 2019

გაკვეთილის გეგმა


                                                  გაკვეთილის გეგმა  

            საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
            სწავლების საფერხური/საბაზო/ - 8
            მოსწავლეთა რაოდენობა - 19
            თემა - ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ,,დადიანის ასული და მათხოვარი“
            მიზანი - ნოველის იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთა, მთავარი სათქმელის                    გაანალიზება. ქართული VIII.7
                                 ე.ს.გ ქართული VIII.8
                          ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევების, დასკვნების გაკეთების, საკუთარი                               აზრის ჩამოყალიბების უნარების ე.ს.გ. განვითარება ქართ. VIII.4,                                                     ქართ. VIII.3 ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, სწორი                                    მეტყველების უნარების განვითარება ე.ს.წ ქართ. VIII.6 ლექსიკური                              მარაგის გამდიდრება.
            სასწავლო მასალა და რესურსები - მერვე კლასის ქართული ენისა და                                        ლიტერატურის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, დიდი ფორმატის                            ფურცლები.
            სწავლების მეთოდები - გონებრივი იერიში (10 წთ)
                                 ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
                                                    პრეზენტაცია (15 წთ)
                                                    შეფასება (3 წთ) (განმსაზღვრელი, განმავითარებელი)
                                                    საშინაო დავალების მიცემა (2 წთ)

                        გაკვეთილის მსვლელობა და აქტივობების აღწერა

I ფაზა, ანუ გამოწვევის ფაზა იწყება ფრონტალური კითხვებით. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა გამოამჟღავნონ უკვე შეძენილი ცოდნა და შევუქმნა შემდგომი მუშაობისათვის მოტივაცია.
1.      გაგაოცათ თუარა მათხოვარის საქციელმა?
2.      გაიხსენეთ მათხოვრის ნაამბობი, როგორ დაამახსოვრდა მას დადიანის ასული?
3.      მათხოვრის მონათხრობი ამბიდან ხუთი წელია გასული, რა მოხდა მის არსებაში ამ ხნის განმავლობაში, როგორ შეიცვალა დადიანის ასული?
4.      როგორ ფიქრობთ, რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი, ანუ თემა?
5.      როგორ უკავშირდება ნაწარმოების მთავარი სათქმელი მის სათაურს?
6.      რატომ მოგვითხრო მწერალმა ეს ამბავი?
7.      რას ნიშნავს თქვენთვის ადამიანობა?
8.      თქვენი აზრით, რით ფასდება ადამიანი?
   II ფაზა, ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ნელ-ნელა ვახდენ ,,ძველი“ ცოდნის ,,ახლით“ ჩანაცვლებას. მოსწავლეები მუშაობენ ჩემ მიერ დარიგებულ კითხვებზე, აკეთებენ შენიშვნებს, გაიაზრებენ მათ. ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
   I ჯგუფი - მოძებნეთ ნაწარმოებში ტროპის სახეები. ეპითეტი, შედარება და მეტაფორა.
   II ჯგუფი - ამოკრიბეთ მოთხრობიდან ვითარებითის უმართებულო ფორმები და გაასწორეთ.
   III ჯგუფი - წაიკითხეთ მოცემული ფრაზები და სცადეთ შეავსოთ წინადადებები იქ, სადაც ეს აზრობრივად არის შესაძლებელი.
   IV ჯგუფი - ამოწერეთ ტექსტიდან ძვირფასი თვლების ფერები და ისაუბრეთ, რა მიზნით იყენებს მათ მწერალი.
   III ფაზა - რეფლექსია, მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, აკეთებენ პრეზენაციას, რის შედეგადაც ივითარდებათ სწორი მეტყველების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის, გაანალიზების უნარები.
   IV ფაზა - შეჯაება და შეფასება - ვაჯამებ მოსწავლეთა პრეზენტაციებს და ვაძლევ შეფასებას წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით.
   V ფაზა - აქტივობა - საშინაო დავალების მიცემა.
   დავალება - ,,ადამიანობა - ფასდაუდებელი საუნჯე“

                        თითოელი აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
1.      მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, მოხდება მათი ყურადღების მობილიზება და შეძლებენ მწინარე ცოდნის გააქტიურებას.
2.      განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის უნარები, შეძლებენ საკუთარი ვარაუდების გამოთქმას.
3.      გაიაზრებენ მთავარ სათქმელს, გამოიტანენ სწორ დასკვნებს და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ თავიანთ სათქმელს.
4.      გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, განუვითარდებათ სწორმეტყველება და შეძლებენ არსებული ცოდნის გააქტიურებას და გამოყენებას.

მოსწავლეთა შეფასების სქემა

1.     მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს                              2ქ
2.     მსჯელობს არგუმენტირებულად                                             2ქ
3.     გამოაქვს დასკვნები                                                                   2ქ
4.     იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას                          2ქ
5.     კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს კორექტულად და აქვს აუდიტორიის ფლობის უნარი                                                                               2ქ

(10ქ)


No comments:

Post a Comment