Thursday, October 31, 2019

გაკვეთილის გეგმა N1 (რეფლექსია)


                                                                          რეფლექსია

2019 წლის 29 ოქტომბერს ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომლის თემა იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „დადიანის ასული და მათხოვარი“.
მიზანი - ნოველის იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთა, მთავარი სათქმელის გაანალიზება.
გაკვეთილი სამუშაო გეგმის საფუძველზე წარიმართა, მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. მეტი ობიექტურობისათვის შევეცადე გავკეთილი ჩამეტარებინა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით. შევძელი გამოწვევის ფაზაში გაღვივებული ინტერესების შენარჩუნება და ჩართვა ძირითად აქტივობებში.
ამ მიზნით, საინტერესოდ წარიმართა ძირითადი ფაზა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ანალიზის არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება.
ჩავატარე ჯგუფური მუშაობა, შევეცადე მკაფიო და გასაგები ყოფილიყო მიცემული ინსტრუქცია. კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეთა აზროვნებით და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის გამომჟღავნებით. გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. დრო რაციონალურად გამოვიყენე. გაკვეთილი სამუშაო გეგმით წარიმართა.
ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე. აქედან გამომდინარე ჩემს გაკვეთილს დადებითად ვაფასებ.

No comments:

Post a Comment